ჩეხეთის საკონსულომ აფხაზ სტუდენტებს სასწავლო ვიზის მიცემაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ერთ-ერთი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „School of Journalism in Prague" წარმომადგენლის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის ფარგლებში სხვა რუს სტუდენტებთან ერთად პრაღაში „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტები უნდა გამგზავრებულიყვნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი ჩეხეტსი სტაჟირებაზე უნდა გამგზავრებულიყო. მათ ყველა დოკუმენტი შეაგროვეს, იყიდეს ავიაბილეთები, დაჯავშნეს სასტუმრო, მოსკოვში არსებულმა ჩეხეთის საელჩოს საკონსულომ კი მათი დოკუმენტების მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და მიზეზად მოიყვანეს ის, რომ მათი საზღვარგარეთის პასპორტები (რუსული) აფხაზეთში არსებული რუსეთის საელჩოს გაცემულია. საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთი ჩეხეთის მიერ აღიარებული ქვეყანა არ არის.
მასალის გამოყენების პირობები