თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი შემოქმედებით მუშაობას განაახლებს. აღნიშნული გადაწყევტილება დასის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ თანამდებობა დატოვა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჩელისტი_ რევაზ ჭეიშვილი ასრულებს, რომელიც 2013 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობს შიდა და საერთაშორისო საკითხებში.
გიორგი ჟორდანიამ თანამდებობა გუშინ, თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან შექმნილი დაპირისპირების შემდეგ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები