იაპონელმა გამომგონებლებმა „ჭკვიანი" საფულე - Living wallet შექმნეს, რომელიც ზედმეტის გადახდის საშუალებას არ იძლევა.
საფულე აკონტროლებს გასავალს და თუ აღმოჩნდება, რომ დახარჯული თანხა ლიმიტს გადაშორდა, მაშინ ის იწყებს სირბილს და გარბის საკუთარი მფლობელისგან.
თუ საფულეს დაეწევი და დაიჭერ ის იწყებს ყვირილს" „არ შემეხოთ, მიშველეთ".
თუმცა, თუ ეს მეთოდით არ „გამოაფხიზლებს" „შიპინგოგოლიკს", მაშინ საფულე სხვაგვარ მოქმედებებზე გადადის. საფულე მოკლე ტექსტულ შეტყობინებას უგზავნის მის შესაძლოა პოტენციულ მფლობელს, მაგალითად მშობლებს ან მეორენახევარს.
„ჭკვიანი" საფულე სინქრონიზებულია ოჯახის ბიუჯეტის განმკარგავის ტელეფონთან და მას სისტემატურად აწვდის ინფორმაციას.