24-25 იანვარს, ტრაპიზონში შავი ზღვის საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის საკრუიზო ინდუსტრიის განვითარებას და შავი ზღვის ქვეყნების ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.
აღნიშნული მემორანდუმი კი გულისხმობს იმას, რომ შავი ზღვის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ შეიმუშავებენ საკრუიზო ტურიზმის განვითარების ერთიან სტრატეგიას და მას ეტაპობრივად განახორციელებენ.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.