გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფა, გარემოსდაცვითი მონაცემების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლასა და გავრცელებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და მეორეს მხრივ, ეროვნული ანგარიშებისა და სხვა სახის აგრეგირებული მაჩვენებლების მომზადების პროცესის სრულყოფას.
მასალის გამოყენების პირობები