ხვალ, 13 მარტს, 10:30 საათზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის (ყოფილი "სკა~) საფეხბურთო მოედანზე საქართველოს პროკურატურის ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის მინიფეხბურთში ჩემპიონატი იწყება. პირველ მატჩში მონაწილეობას პროკურორებიც მიიღებენ. თბილისის პროკურატურის თანამშრომლები მე-10 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდებიან.
მოსწავლეთა შორის ჩემპიონატი მინიფეხბურთში დევიზით _ "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ~ სამ თვეს გასტანს, თბილისის სკოლებს შორის გამარჯვებული სასწავლო წლის დასრულებამდე გამოვლინდება.