200 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თეთრ ნილოსში გადავსებული გემის ჩაძირვის გამო. წერს „ბი-ბი-სი".
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, გემზე მყოფი ადამიანები ქალაქ მალაკალიდან გამოიქცნენ სადაც ძალადობა მძვინვარებს.
ერნიკური კონფლიქტი სამხრეთ სუდანში დეკემბერში დაიწყო, როდესაც ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლები - ნუერები - პრეზიდენტ სალვა კიირის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელიც ეთნიკურად - დინკაა.
გაეროს მონაცემებით, შეტაკებებში უკვე დაღუპულია ათასი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები