ნოდარ ხადურის ახალი ბრძანებით გადამზიდველების უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ში განმარტავენ, 2013 წლის 25 იანვარს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლითაც მეწარმეებს/გადამზიდველებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადატანასთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტა კი, ამავე ბრძანების საფუძველზე სხვა ადგილობრივ გადამზიდველებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ფინანასთა მინისტრის მიერ მიღებულ ბრძანების ამოქმედებით, გადამზიდველები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს პრობლემათა მთელ რიგს წააწყდნენ. ბრძანებით დადგბენილი უსამართლო შეზღუდვების გამო, ზოგიერთი გადამზიდველის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივაც კი ეჭვქვეშ დადგა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ ბრძანების შედეგად გადამზიდავი კომპანიების შეზღუდული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით შეეცადა. ფინანსთა მინისიტრის აღნიშნული ბრძანება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო მისი ბათილობის შესახებ. დღესდღეობით კი დავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა, შესაბამსიად გადამზიდველები საქმიანობის გასაგრძელებლად უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან"- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ში.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, საქმის გახმაურების შემდგომ ფინანასთა სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა. მინისტრის გადაწყვეტილებით გადამზიდველების უფლებების შემლახავი რეგულაციები 2013 წლის 31 დეკემბერს უნდა გაუქმებულიყო. მინისტრის ეს ქმედება თავის დროზე საეჭვოდ მიიჩნია ჩვენმა ორგანიზაციამ, რაზეც შესაბამისი განცხადებაც გავავრცელეთ. სამწუხაროდ, გადამზიდველების მოლოდინის მიუხედავად, წინასწარ ინფორმაციის გავრცელების გარეშე, 2013 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ადგილობრივი გადამზიდველებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 20 დღით, 2014 წლის 20 იანვრამდე გააგრძელა.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით გადამზიდველებს კვლავ ხელი ეშლებათ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში, ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებით კი, იზრდება ის მატერიალური ზიანი, რაც ფინანსთა მინისტრის მიერ აღნიშნული უკანონო ბრძანების გამოცემით ადგილობრივ გადამზიდველებს მიადგათ.
გაურკვეველია რა საფუძვლითა და მიზეზით მოახდინა ფინანასთა მინისტრმა გადამზიდველების ინტერესების შემლახავი ბრძანების გაუქმების მორიგი გადავადება. დაუშვებელი სახელმწიფო უწყების მიერ ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების დროის მცირე მონაკვეთში, ინფორმაციის წინასწარ სათანადოდ გავრცელების გარეშე მიღება. მსგავსი ქმედებები ხელს უშლის სტაბილური გარემოს შექმნას და მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ"- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ში.