კულტური მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ოპერის თეატრის დასს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და გიორგი ჟორდანია სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება.
კულტურის მინისტრის ბრძანებით, მალე თეატრში არსებული მდგომარეობის შესასწავლად აუდიტი ჩატარდება. ოდიშარიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპერის თეატრის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შემოქმედებითი კოლექტივი ჟორდანიასთან ერთად უკვე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების გადადგომას მოითხოვს.