ცხინვალისათვის ელექტროენერგიის ფასები მოსკოვში განისაზღვრება.
რუსეთმა ენერგოპოლიტიკის ახალი ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყო - ფასები ექსპორტირებულ ელექტროენერგიაზე. მთავრობისა და პრეზიდენტის დავალებით ენერგეტიკის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემურ რეგიონებს გაუტოლეს: ის რუსეთიდან ელექტროენერგიას სახელმწიფო ტარიფებით მიიღებს, 15-20 % ნაკლებად საბაზროზე. აქამდე მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ჰქონია. „მეზობელი საქართველო, რომელიც სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს ელექტროენერგის საბაზრო ფასად ყიდულობს. თბილისი ღიად აკრიტიკებს ცხინვალისათვის მიწოდების პირობებს, მაგრამ მას სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია", _ წერს „კომერსანტი".
„ენერგეტიკის სამინისტრომ ახალი წლის წინ გამოაქვეყნა მთარობის დადგენილება ეlექტროენერგიის ექსპორტის წსების სესახებ ჩრდილოეტ ოსეთის ტერიტორიიდან. აქედან ელექტროენერგია მხოლოდ სამხრეთ ოსეთს მიეწოდება. -განაცხადეს „ინტერ-რაო"-ში. მეზობელ საქართველოსა და აფხაზეთს ცვლილებები არ შეეხება.
სამხრეთ ოსეთის ენერგეტიკა მთლიანად რუსეთიდან მიწოდებაზეა დამოკიდებული:რესპუბლიკის ელექტროქსელი რუსეთის ენერგომატარებლების სინქრონულად მუშაოებენ. საკუთარი გენერაცია აქ არ არის.