საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამის შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განხილული იყო ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. EBRD-ი საქართველოში ამ ეტაპზე დაახლოებით 1.8 მილიარდ ევროს ინვესტიციას ახორციელებს, საიდანაც ფინანსდება 150-მდე პროექტი, უმეტესობა დაფინანსებისა კი კერძო სექტორზე მოდის.
ოლივიე დეკამი არის EBRD-ში საქართველოსთან მიმართებაში ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი პირი, ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს კურირებს.
მასალის გამოყენების პირობები