ექიმ ჩჟან შუსიას ჩინეთში, რომელმაც შვიდი ჩვილის გაყიდვის მიზნით მათი მოპარვა აღიარა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, სასკელი ორი წლის შემდეგ უნდა აღსრულდეს.
განსასჯელის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ის არწმუნებდა ბავშვის მშობლებს უერი ეთქვათ ახალშობილებზე, ეუბნებოდა რა მათ, რომ ბავშვები ჯანმრთელები არ იყვნენ.
ექიმი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერთ ერთი ახალშობილის დედამ, პოლიციასთან გამოთქვა ვარაუდი მისი შვილის მოპარვის შესახებ.
ჩატარებული გამოძიების შედეგად ექვსი ახალშობილი ცოცხალი იქნა ნაპოვნი.
ექსპერტების თქმით, სიკვილით დასჯის განაჩენები, რომელთა აღსრულებაც რამდენიმე წლის შემდეგ იგეგმება, როგორც წესი, ხშირად, სამუდამო პატიმრობით იცვლება.
ექიმმა ჩჟან შუსიამ 2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივლისამდე პერიოდში შვიდი ახალშობილი გაყიდა, მათ შორის პრო ტყუპი. ექვსი ახალშობილი გადაარჩინეს, ერთი გოგონა კი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები