მაიდანმა აშშ-ს სენატს მიმართვა გაუგზავნა, რომელიც 15 იანვარს დაგეგმილ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ.
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი მაიდანის მიმართვის ტექსტს ვაშინგტონში წაიღებს, რომელსაც ასევე თან ერთვის ნუსხა უკრაინელი ჩინოვნიკებისა რომელთა მიმართაც მაიდანის წევრები სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
მიმართვის სრული ტექსტი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსმენები სენატში 15 იანვარსაა დაგეგმილი. ამ მოსმენების ინიციატორი სენატოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესია.
მასალის გამოყენების პირობები