ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა იზრდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მომსახურება 187 ათას 939 მგზავრს გაუწია, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 1353,29%-თაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 12 ათას 932 მგზავრი გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს აღნიშნული აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 4052%-თაა გაზრდილი. 2011 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 4 ათას 527 მგზავრი გაატარა.
მასალის გამოყენების პირობები