2013 წელს 2012 წელთან შედარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 24,01 %-ით მეტი მგზავრი გაატარა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 208 ათას 977 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 168 ათას 510 მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად 2013 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 40 ათას 467 მგზავრით მეტი, ანუ 24,01%-ით მეგის მგზავრის გატარება მოახერხა. იმავდროულად ირკვევა, რომ 2013 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული რაოდენობა, 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 56,13 %-ითაა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები