მეცნიერებმა იმ ქალაქთა „შავი სია" გამოაქვეყნეს, რომლებიც უახლოესი 100 წლის განმავლობაში შესაძლოა გაქრნენ. „შავ სიაში" მოხვდნენ როგორც პატარა, ასევე უმსხვილესი მეგაპოლისებიც, წერს Naked Science. ქალაქების გაქრობის მიზეზები შესაძლოა გახდეს როგორც მოსახლეობის გადინება, ასევე ბუნების კაპრიზები და კლიმატის ცვლილება.
ქალაქების ჩამონათვალი და ის მიზეზები, რის გამოც 2100 წლიდან ქალაქები შესაძლოა გაქრნენ. სან-ფრანცისკო (აშშ). მიზეზი: მიწისძვრები. დეტროიტი (აშშ). მიზეზი: მოსახლეობის გადინება. ვენეცია (იტალია). მიზეზი: ნიადაგის მასის შემცირება.
მეხიკო (მექსიკა). მიზეზი: სასმელი წყლის დეფიციტი. ნეაპოლი (იტალია). მიზეზი: ვულკანის გამოღვიძება. ტიმბუკტუ (მალი). მიზეზი: გაუდაბნოება.