სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე ობიექტურია.
როგორც ტუღუშმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა დეპარალმენტის ანგარიში განიხილეს, სადაც შესულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით სამი წლის მონაცემები.
"დასკვნაში შეფასებები ნაკლებადაა, უბრალოდ იქ მოყვანილია ის ფაქტები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით განხორციელდა. ანგარიში ობიექტურია და მიუხედავად იმისა, რომ მასში 3 წლის მონაცემებია შესული, აქცენტი 2009 წლის მოვლენებზეა გაკეთებული", - აღნიშნა ტუღუშმა.