კომპანია "ტიფლის დეველოპმენტში", რომელიც ვაკის პარკის მიმდებარედ სასტუმროს აშენებს, გიგი უგულავას ქვისლთან რაიმე სახით კავშირს უარყოფენ.
„ტიფლის დეველოპმენტი", რომელიც რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას 22 მილიონიანი ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, ბოლო დღეებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე შეშფოთებას გამოთქვამს. კომპანიის მესაკუთრეები ვუარყოფთ გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის რაიმე სახით კავშირს ქართულ-ყაზახურ ფირმასთან. მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, პოლიტიკურ ელფერს იძენს და საფრთხეს უქმნის, როგორც მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას, ასევე მოქალაქეებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას"- აცხადებენ კომპანიაში.