ოკუპირებულ აფხაზეთში მედიკოსების დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით ახალგაზრდა ქალი, 27 წლის ლიანა თოდუა გარდაიცვალა. საკვებით მოწამვლის დიაგონით სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანილი გოგონა, მოგვიანებით დაგომისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სოციალური ქსელების მომხმარებლები ავრცელებენ.
„გასულის წლის 21 ნოემბერს 11:00 საათისათვის 27 წლის ლიანა თოდუა სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკვებით მოწამვლის დიაგნოზით მიიყვანეს, სადაც მას ექიმმა ასტანდა ბოუბამ პრეპარატები გამოუწერა, რომლებიც ავადმყოფს არ მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ხედავდა, რომ მის მიერ გამოწერილი წამლები ავადმყოფს არ უხდებოდა ის მაინც აგრძელებდა მისთვის ამ ნემსების კეთებას.
ამასთან ერთად, ასტანდა ვოუბას არც ერთხელ არ გაუზომავს ავადმყოფისასთვის წნევა. მას არც ლიანა თოდუას ანალიზები შეუმოწმებია, რომელსაც შაქარი 2-მდე (!!!) დაუვარდა. ექიმი ხედავდა რა რომ ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება ის დაინტერესდა იღებდა თუ არა ავადმყოფი ნარკოტიკებს.
მას შემდეგ რაც ავადმყოფს კრუნჩხვები დაეწყო ვოუბა ლიანად დედა ეუბნებოდა: „თქვენი შვილი ძალიან ნერვიულია" და მას საძილე საშუალებებს უკეთებდა, რომელთა შედეგადაც გოგონა კომაში ჩავარდა.
მკურნალმა ექიმმა პაციენტის შარდი ნარკონივთიერებების შემცველობის შემოწმებაზე გააგზავნა. შემოწმების შედეგები უარყოფითი იყო. ლიანა თოდუას არც სისხლში და არც შარდში ვერავითარი ნარკოტიკული ნივთიერება გამოვლენილი ვერ იქნა.
დილით 22 ნოემბერს 10:00 საათზე ლიანა თოდუა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, დაგომისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქაური ექიმები შოკში იყვნენ ნახეს რა სოხუმელი ექიმის დანიშნულება. პრეპარატების გამო, რომელიც ლიანა თოდუას შეუყვანეს მისმა ორგანიზმმა მედიკამენტიზური მოწამვლა მიიღო. 24 ნოემბერს ლიანა თოდუას გულმა ვერ გაუძლო და ის გარდაიცვალა.
მკურნალი ექიმი ასტანდა ვოუბა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ლაინა თოდუა ნარკომანი იყო", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.