აჰმად კადიროვის სახელობის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფონდი 1 ათას აშშ დოლარს გადაუხდის იმ ოჯახებს, რომლებიც დღეს დაბადებულ ვაჟებს მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელს დაარქმევენ.
„რუსეთის გმირის, აჰმად-ჰაჯი კადიროვის სახელობის რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდი თითო-თითო ათას აშშ დოლარს გამოუყოფს იმ ოჯახებს, რომლებიც დღეს დაბადებულ ბავშვებს მუჰამედ წინასწარმეტყველის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახელს დაარქმევს", _ ნათქვამია დადგენილებაში. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში თავის გვერდზეც ავრცელებდა.
შეგახსენებთ, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადები დღე 13 იანვარს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები