ევრომაიდანის მონაწილეები უკრანის შს სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს გადადგომას მოითხოვენ. კიევის ცენტრში მიტინგენბი გასული წლის 21 ნოემბრიდან არ წყდება.
შს სამინისტროს წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობის ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ბლოკირებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ კიევში მიტინგები გასული წლის 21 ნოემბრიდან არ წყდება. მას შემდგე რაც უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 30 ნოემბერს სპეცდანაყოდნა „ბერკუტმა" მაიდანზე შეკრებილი ხალხი დაარბია, თუნცა ამამ მიტინგებდი გაგრძელებას ხელი ვერ შეუშალა.
გასულ ხუთშაბათ, დემონსტრანტებსა და „ბერკუტს" შორის კვლავ შეტაკება მოხდა, რომლის შედეგადაც უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო რეანიმაციაში მოხვდა.