მიმდინარე წელს კომპიუტერების, ნოუთბუკების, პლანშეტებისა და მობილური ტელეფონების გაყიდვების მაჩვენებელი 7,6 %-ით 2,5 მლრდ ერთეულამდე გაიზრდება. აღნიშნულ მონაცემებს საერთაშორისო ანალიტიკური ჯგუფი Gartner-ი ავრცელებს.
Gartner-ის ანალიტიკოსთა გათვლებით, მიმდინარე წელს პლანშეტების გაყიდვების მაჩვენებელი 263 მლნ ერთეულს მიაღწევს, რაც 32 %-ით მეტია, 2013 წელს გაყიდული პლანშეტების მაჩვენებელთან. საგრძნობი ზრდა იქნება ასევე მობილური ტელეფონების რეალიზაციის კუთხითაც და ის შარშანდელთან შედარებით 5 %-ით გაიზრდება. წინასწარი პროგნოზით, 2014 წელს ანალიტიკოსები 1,9 მლრდ მობილური ტელეფონის რეალიზაციას ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები