ახალი iPhone 6-ი, რომელიც გამოსვლაც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, გაუმჯობესებული ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზატორით ავტოფოკუსით იქნება აღჭურვილი.
როგორც ირკვევა ფოტოკამერის მეგაპიქსელების რაოდენობა უცვლელი, 8 მეგაპიქსელი იქნება. როგორც უცხოური მედია წერს, Apple-მ მომავალი iPhone-თვის 13 მეგაპიქსელიანი კამერის ჩამონტაჟება ამ ეტაპისათვის გადაიფიქრა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო არა ეკონომიის ხარჯზე, არამედ მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით - აპარატი უფრო კომფორტული გამხდარიყო.
წინასწარი ინფორმაციით, 2014 წელს Apple-ი 2 სახეობის iPhone-ს გამოუშვებს. ერთ-ერთი მოდელის iPhone-ს გამოშვება მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი და მისი ეკრანი 5 დიუმიანი იქნება, ხოლო ფლაგმანი iPhone 6-ი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩაეშვება.
მასალის გამოყენების პირობები