ლოს-ანჟელესში „ოქროს გლობუსის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაკკუინის ფილმმა „მონობის 12 წელიწადი" საუკეთესო ფილმი-დრამა გახდა.
ფილმში შავკანიანი ამერიკელის ისტორიაა მოთხრობილი: ის თავისუფალი დაიბადა, მაგრამ უკანონოდ იქნა გაყიდული მონობაში აშშ სამხრეთის შტატებში 1830-იან წლებში. ეს რეალურად არსებული ადამიანის სოლომონ ნორტაპის ავტობიოგრაფიაა.
ნომინაციაში - „საუკეთესო კომედია ან მუზიკლი" - გაიმარჯვა ფილმმა „აფიორა ამერიკულად".
საუკეთესო რეჟოსურისათვს ჯილდო მექსიკელმა ალფონსო კუარონმა ფილმ „გრავიტაცია"-სათვის მიიღო.
საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი ქეიტ ბლანშეტი გახდა ვუდი ალენის ფილმში „ჟასმინი". ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცის როლი დრამატულ ფილმში" მსახობმა მეთიუ მაკკონახიმ მიიღო შიდსით დაავადებულის როლისათვის ფილმში „დალასის მყიდველთა კლუბი".
მსახიობმა ემი ადამსმა ფილმისათვის „აფიორა ამერიკულად" გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ქალის როლი კომედიაში ან მიუზიკლში".
ლეონარდო დი კაპრიომ კი სკორსეზეს ფილმისათვის „მგელი უოლ-სტრიტიდან" მიიღო ჯილდო „მამაკაცის საუკეთესო როლისათვის კომედიაში ან მიუზიკლში".
მასალის გამოყენების პირობები