ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მწვავე კრიტიკა სათანადოდ შეაფასოს და ქვეყანაში პოლიტიკური ნების ფომირებაზე დაიწყოს ზრუნვა. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თრაგამაძემ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც იგი აცხადებს, "გამოქვეყნებული 60-გვერდიანი ანგარიში სრულად ასახავს იმ მძიმე მდოგმაროებას, რომელიც შექმნილია ქვეყნის პოლიტიკური თუ სოცილაური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში".
თარგამაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ანგარიში ეყრდნობა 2009 წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს და ასახავს ადამიანის უფლებათა დარღვევის სურათს. იგი მიიჩნევს, რომ "დარღვევათა უდიდესი ნაწილი უკავშირდება ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ და ანტიჰუმანურ პოლიტიკას".
ამიტომ იგი ხელისუფლების პოლიტიკას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს.
"იმის ნაცვლად, ჯიუტად ვამტკიცოთ, რომ "ჭიქა ნახევრად სავსეა", ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს ადეკვატურად მიეღო ზომები პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, რომელიც გამორიცხავდა მომავალი წლის ანგარიშში ანალოგიური ფაქტების განმეორებას", - განაცხადა თარგამაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ადამიანების უფლებების თაობაზე, სადაც საუბარია სამართალდამცავთა მხრიან ძალის გადამეტებით გამოყენების ფაქტებზე, ადამიანის გატაცებებისა და თავდასხმების შემთხვევებზე, პატიმართა უფლებების დარღვევებზე, ასევე დემონსტრაციების არაპროპორციული ძალით დაშლის ფაქტებზე, სასამართლოს ზეწოლაზე, კერძო საკუთრების დაუცველობაზე და რაც მთავარია პრესის თავისუფლების შემცირებაზე.