გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ ირანთან მისი ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ შუალედური დოკუმენტის ბოლო დეტალები შეათანხმეს. ის ძალაში 20 იანვარს შევა. წერს „ბი-ბი-სი".
ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ თეირანის მიმართ შემოღებული სანქციების ნაწილი შეჩერდება.
ირანი გაყინული აქტივების პირველ ტრანშს მიიღებს, რომელიც 550 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თებერვლის პირველ რიცხვებში მოხდება. სულ ირანის გაყინული აქტივების საერთო რაოდენობა 4,2 მილიარდი აშშ დოლარია.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა შეთანხმების მიღწევას, მაგრამ აღნიშნა, რომ ირანთან ხანგრძლივვადიანი შეთანხმების მიღწევა დამატებით ძალებს მოითხოვს.
შეთანმხმების მიხედვით, 20 იანვრიდან ურანის გამდიდრება 5 % უფრო მეტად - შეჩერებულია. 20 % მდე უკვე გამდიდრებული ურანის მთელი მარაგი გარდაიქმნება. ეს იქნება ან გამდიდრების დონის დაბლა დაწევა ან ისეთ მდგომარეობაში მიდი გადაქცევა, რომლის შემდეგაც მის გამდიდრების საშუალება აღარ იქნება.
ირანმა ასევე უარი განაცხადა ახალი ცენტრიფუგების მშენებლობაზე, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. მრავალი ცენტრიფუგა კი რომლიც ამჟამად მოქმედებს - გაითიშება.