დღეს, 13 იანვარს, ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს დაკრძალავენ. ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიაში, მონაწილეობას უცხოეთის პოლიტიკური მოღვაწეებიც მიიღებენ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯი ბაიდენიც მიიღებს.
სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ, შარონს საკუთარ რანჩო „სიკომორაში", მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრებიან.
გუშინ ისრაელში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო ერთღდიანი გლოვა იყო გამოცხადებული.
არიელ შარონი 85 წლის ასაკში, 11 იანვარს გარდაიცვალა. იგი 2006 წლიდან კომაში იმყოფებოდა.