ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ წამოყენებული პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეატრის დატოვებას გეგმავს. მარჩიანო ბიძინა ივანშვილსაც მიმართავს:
"კულტურის მინისტრის მაგიდაზე ახლა გადადგომის შესახებ ჩემი განცხადება დევს. მე ველოდები მათ გადაწყვეტილებას. თუ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, იმისთვის, რომ თეატრმა ფუნქციონირება გააგრძელოს, მე დავადასტურებ გადადგომის გადაწყვეტილებას. სანამ არ მექნება პასუხი და კულტურის მინისტრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე შევაჩერებ მუშაობას. ჩემი მოთხოვნა არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, ის გულისხმობს მხოლოდ ორ ვარიანტს - ან მისაღებია ან არა, ეს არის თეატრის ინტერესი. მე ასევე მინდა დავუსვა კითხვა ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებელია თუ არა მასთან შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა. ივანიშვილმა ძალიან ბევრი სახსრები ჩადო თეატრის განვითარებაში და მე მინდა მას ვკითხო: სურს თუ არა თეატრს საერთაშორისო აღიარება ჰქონდეს. ვთვლი, რომ თეატრში უნდა შეიქმნას კარგი სამუშაო ატმოსფერო და უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური სამუშაო პროცესები",-განაცხადა ჯანლუკა მარჩიანომ.