ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი გარდაიცვალა. 85 წლის არიელ შარონი 2006 წლიდან კომაში იმყოფებოდა.
გასულ კვირას, მისმა მკურნალმა ექიმმა პროფესორმა ზეევ როშტეინმა განაცხადა, რომ მისი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დასძინა ისიც, რომ სავარაუდოდ, შარონი ვერ გადაიტანს ახლანდელ კრიზისს. მანვე განაცხადა, რომ არიელ შარონს მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა.
2006 წლიდან ინფარქტის შემდეგ არიელ შარონი კომაში იმყოფებოდა. მას შემდეგ იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
ექს-პრემიერი მონაწილეობდა ყველა ომში, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს უწარმოებია თავისი დაარსების წლიდან - 1948 წლიდან. ისრაელში მრავალი ადამიანისათვის იგი გმირია, მაშინ როდესაც პალესტინელებს ის სძულთ.
სწორედ, არიელ შარონს ეკუთვნის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოების ჯებირის მშენებლობისა და ებრაული დასახლებების გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები