11-15 იანვარს თბილისის საკრებულოს დელეგაცია თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩინეთის ქალაქ გუანჯუოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს ქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან გამართავს.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ორმხრივი ვაჭრობა, კულტურა, მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი და ა.შ. დაგეგმილია ქ. თბილისსა და ქ. გუანჯოუს შორის დამეგობრების ხელშეკრულების გაფორმება.
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩინურ მხარეს მიეწოდა წინადადება, რომ მიმდინარე წელს ქ. თბილისში და ქ. უანგუოპში განხორციელდეს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო გამოფენები, რომელთა მიზანი იქნება ექსპორტ- იმპორტის მაჩვენებლის გაზრდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.