„მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ აუღიარებელმა სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოყვება", _ განცხადება ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა იგორ ბუნინმა გააკეთა.
მანვე გამორიცხა ის, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ წამოყენებული ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, ეს თავად სამხრეთ ოსეთის ინიციატივაა. ეს ხომ ჩვენი ოლქი არ არის, სადაც ყველაფერი წინასწარ გაწერილია. მათ პრეზიდენტადაც ხომ ა აურჩევიათ ის რომლის არჩევის რეკომენდაცია კრემლმა მისცა. ალბათ, უფრო ეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ან პარტია „ედიანაია ოსეტიას" ინიციატივაა, თუმცა პრაქტიკულად ყველაფრის რეალიზაციაა შესაძლებელი",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მანამ ვიდრე კოსოვო არ მიუერთდება ალბანეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს ვერ შეუერთდება.
„აი კოსოვო რომ შეუერთდეს ალბანეთს, მაშინ შესაძლებელი იქნება სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთთან. მანამდე კი სამხრეთ ოსეთი, კოსოვო, მთიანი ყარაბაღი და სხვა აუღიარებელი ტერიტორიები იარსებებენ როგორც ერთგვარი გაურკვეველი სახელმწიფოები",_ აცხადებს პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები