სინეთიკ თეატრის დამფუძნებლები პაატა და ირინა წიქურიშვილები ვაშინგტონში გამომავალმა გაზეთმა „Broadway World" წლის ვაშინგტონელებად აღიარა. გამოცემის შეფასებით პაატა და ირინა ერთგვარი გმირები არიან, რომლებმაც ვაშინგტონის ოლქი, მოდიდან ნელ-ნელა წარმავალი თეატრისთვის, უკეთეს ადგილად აქციეს.
„მე და ირინა ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ წლის ვაშინგტონელების აღიარება, უამრავ დამსახურებულ ადგილობრივ ლიდერს შორის"-აღნიშნავს პაატა წიქურიშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. „სინეთიკ თეატრის დაფუძნებისას ჩვენი მიზანი იყო, რომ სათქმელი ჩვენებური ენით გადმოგვეცა და ვიყავით ნამდვილად გაოცებულები, იმით, თუ როლგორ მიგვიღო დედაქალაქმა"
„Broadway World" -ის აღნიშნავს, რომ პაატა და ირინა წიქურიშვილები ქართველი მსახიობები არიან. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში საცვხოვრებლად 1990 წელს გადავიდნენ, სადაც თავისი კრეატიული ხედვა სინეთიკ თეატრში განახორციელეს. თეატრი უკვე მე-12 სეზონია მაყურებელს ორიგინალურ დადგმებს სთავაზობს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეატრის დამფუძნებლებმა ტრადიციულ კავკასიურ ცეკვებს განსაკუთრებული ამერიკული სტილის ქორეოგრაფია შეურწყეს და ამგვარი უნიკალური გზით წარმოადგინეს კლასიკური ნაწარმოებები. თეატრის დებიუტი 2002 წელს „უსიტყვო ჰამლეტით" შედგა და პირველივე წელსვე დაიმსახურა ჰელენ ჰაიესის 3 პრემია ნომინაციებში, „საუკეთესო ქორეოგრაფია", „საუკეთესო რეჟისურა" და „საუკეთესო ადგილობრივი პიესა".
მასალის გამოყენების პირობები