მოძრაობა „მესამე უკრაინული რესპუბლიკი" ლიდერი ექს-შს მინისტრს იური ლუცენკო რეანიმაციაშია მოთავსებული. განცხადება ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ლარისა სარგანმა გააკეთა. მისი განცხადებით ლუცენკოს სამი კანქვეშა ჰემატომა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. მას თავში ბერკუტის წარმომადგენლებმა დაახლოებით ათჯერ ჩაარტყეს.
შეგახსენებთ, რომ იური ლუცენკოს გამარჯვების გამზირზე, სადაც ავტომაიდანის აქტივისტები „ბერკუტის" პიკეტირებას ახდენენ თავი გაუხეთქეს. ამას გარდა, მას გახეთქილი აქვს მარჯვენა თვალი. ლუცენკომ გონი დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის მიერ ბერკუტელებით სავსე ავტობუსების ბლოკირების შემდეგ ვიღაცამ ერთ ერთი მათგანის გადაბრუნება სცადა. ავტობუსიდან ბერკუტის წარმომადგენლები გამოხტნენ და ახლოს მდგომი ადამიანების ცემა დაიწყეს.