ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, დასრულდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, სადაც 19 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე იტყობინება, კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატი გახდა "ისრაელის, ქართული ნაციონალური ბალეტი" -აშდოდიდან, ქორეოგრაფი თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით.
"ისრაელის ქართული ნაციონალური ბალეტი" მრავალი წელია არსებობს და არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორია.
გასულ წელს - 2013 წლის 26 აპრილს ისრაელის ქალაქ ეილატში, წითელი ზღვის სანაპიროზე, გაიმართა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ‘'Red Sea Joy", სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფები. ფესტივალზე ისრაელის სხვა ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარსდგა ისრაელში მოქმედი ქართული ნაციონალური ბალეტი ქორეოგრაფ თამაზ ციციაშვილის ხელძღვანელობით, რომელიც გახდა ფესტივალის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი.