ხვალ, 11 იანვარს, 20:00 საათზე, ბათუმში ევროპის მოედანზე ცნობილი უკრაინული ჯგუფის „ვია გრას" კონცერტი გაიმართება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ჯგუფი ახალი შემადგენლობით პირველად ჩაატარებს კონცერტს ბათუმში.
მათივე ინფორმაციით, „ვია გრას" უფასო კონცერტით დასრულდება საახალწლო კონცერტების ციკლი, რომელიც აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სპეციალურად ახალი წლის დღეებისათვის გაიმართა.
საშობაო-ბაზრობა საბავშვო ატრაქციონებით 20 იანვრამდე გაგრძელდება. რაც
შეეხება "უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონს" აჭარაში, იგი თაბერვლის ბოლოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები