აშშ-ს ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა ავღანეთის ხელისუფლების გეგმით გამოუშვას ციხიდან ის პატიმრები, რომლებსაც ვაშინგტონი საშიშ დამნაშავეებად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ქაბულში აცხადებენ, რომ საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბაგრამში არსებულ სამხედრო ბაზაზე მყოფი 88 პატიმრიდან 72 იქ იმყოფებოდეს - არ არის.
ამის მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ 72 პატიმარს „საშიში დამნაშავეები" უწოდა. მისივე თქმით, არის ყველანაირი სამხილი იმისა, რომ მათ ტერორისტულ დანაშაულებებთან აქვთ კავშირი.
დამკვირვებლები აღნიშმავენ, რომ პატიმრების გათავისუფლება კიდევ უფრო გაართულებს ავღანეთისა და აშშ-ს ისედაც რთულ ურთიერთობებს.
მასალის გამოყენების პირობები