ბრიტანული ავტომწარმოებელი Rolls Royce 2013 წელს დაფისქირებულ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს. კომპანიამ 2013 წელს მომხმარებელს 3630 ავტომობილი მიაწოდა, რაც 1,5 %-ით მეტია 2012 წელს მიწოდებულ ავტომობილებთან შედარებით.
კომპანიამ განსაკუთრებულ წარმატებას ახლოაღმოსავლეთის რეგიონში მიაღწია, სადაც 2013 წელს რეალიზებული ავტომობილების 17 %-ი გაყიდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს Rolls Royce-ის გაყიდვები ჩინეთში 11 %-ით გაიზარდა.
Rolls Royce-ის მსგავსად გაყიდვებით კმაყოფილია Bentley-ც, რომელმაც 2013 წელს 10120 ავტომობილი გაყიდა.
მასალის გამოყენების პირობები