Apple-სა და Samsung-ის ხელმძღვანელები შეხვედრას გეგმავენ. როგორც უცხოური მედია იტყობინება ეს შეხვედრა 19 თებერვლისთვისაა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი და თემა ე.წ. „პატენტების ომია", რაც ამ ორ კომპანიას შორის ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 6 იანვარს Apple-სა და Samsung-ის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, რათა ხელმძღვანელებს შორის გასამართი დიალოგის დეტალები შეეჯერებინათ. მიუხედავად იმისა, კომპანიები აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე წინასწარ არ საუბრობენ, უკვე ნათელია რომ ორივე კომპანიას ეს დაპირისპირება საკმაოდ „ძვირი" უჯდება.