თბილისში, ისნის რაიონში მეზობლებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
გარდაცვალების ოფიციალური ვერსია უცნობია, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.