ვანო მერაბიშვილის ციხიდან ფარულად გაყვანის საკითხთან დაკავშირებით გრძელდება მოკლველვა და ქალაქში ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გააკეთა.
სოზარ სუბარის თქმით, მიმდინარეობს ამ კადრების შესწავლა.
„ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე მოკვლევა გრძელდება. გამოიკითხა უკვე თავად ვანო მერაბიშვილი. ამოღებულია ქალაქში 30- ზე მეტი ვოდეოჩანაწერი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის, რამდენიმე მეგაბაიტი. ახლა მიმდინარეობს ამ კადრების შესწავლა. როგორც კი დასრულდება მოკვლევა გაიგებთ ყველაფერს',-განაცხადა სოზარ სუბარმა