უკრაინულმა მხარემ რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბორის ბერეზოვსკის უძრავი ქონება დააპატიმრა. განცხადება ამის შესახებ რსუეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ გააკეთა „როსიისკაია გაზეტა"-სათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.
„უკრაინამ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბორის ბერეზოვსკის უძრავი ქონების, ასევე მისი კომპანიების კუთვნილი აქციების დაპატიმრების შესახებ. სერბეთის სასამართლოს მიერ ჯერაც იხილება ბერეზოვსკის კუთვნილი 8 კომპანიის დაპატიმრების საკითხი",_ აცხადებს ჩაიკა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ბერეზოვსკის ცხედარი 2013 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში მის სახლში იპოვეს.