სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ჯაბა სოფრომაძემ ვენები გადაიჭრა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სოფრომაძის ახლობლებმა აცნობეს, ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და ციხის ადმიანისტრაცია მას ყურადღებას არ აქცევს.
სოფრომაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მან გასული წლის 4 დეკმებერს პირიც ამოიკერა.
იგი სასჯელს ქუთაისის #2 დაწესებულებაში იხდიდა, შემდგომ ეტაპირებულ იქნა #5 დაწესებულებაში, საიდანაც მოგვიანებით #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სიფრომაძე აცხადებს, რომ მისი საქმე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა განხილა, თუმცა საქმის განხილვა დღემდე არ მოხდარა.
სოფრომაძემ და სხვა პატიმრებმა არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც #2, ასევე #5 და #6 დაწესებულებების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს პატიმრების წინააღმდეგ განხორციელებეულ ქმედებეში.
შესაბამისი წერილი ჯი-ეიჩ-ენმა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა (http://ghn.ge/news-99693.html ), თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან აღნიშნულზე რეაგირება არ მომხდარა.