საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს, შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიტორიო სანდალისთან და ესპანეთის სამეფოს დროებით რწმუნებულთან ხოსე ანტონიო სურია ალვარესთან.
მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იტალიურმა მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც უშიშროების საბჭოს რეფორმირების კუთხით იტალიისა და მისი თანამოაზრეების ხედვას ასახავს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ინფორმაცია და მოსაზრებები მომავალშიც გაუზიარონ ერთმანეთს.