ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს ხვდება.
როგორც აშშ-ს ელჩმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვენლოვანია რათა ქვეყანში არსებული პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქნას განხილული და დაიწყოს მსჯელობა მათ მოგვარების ეფექტური მეთოდების შემუშავებაზე.
ამასთან აშშ-ს ელჩმა არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებს მადლობა მოუხადა იმ თანამშორმლობისთვის რომელიც მათ გასწიეს სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მომზადებისას.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაიწყო და სავარუდოდ კიდევ ერთ საათს გაგრძელდება. მხარეები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
შეხვედრას სახალხო დამცველი, პროფკავშირების გაერთიანების ლიდერი, საიას, მარვალეროვანი საქართველოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.