ცნობილი ეგვიპტელი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი ჯოი აიადი 2014 წელს პროგნოზირებს, მისი სიტყვებით მომავალში მსოფლიო რუქა შეიცვლება, თუმცა მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ხოლო რუსეთის ხმა მსოფლიო არენაზე გაძლიერდება.
"2014 წელს მთელ მსოფლიოში გაიზრდება ქარიშხლების, ცუნამის, მიწისძვრის და ვულკანების ამოფრქვევის რაოდენობა. მოსალოდნელია კლიმატის შემდგომი ცვლილება, ეგვიპტეში კვლავ მოვა თოვლი, გახშირდება საზღვაო კატასტროფები", აცხადებს ეგვიპტელი ნათელმხილველი.
მისი წინასწარმეტყველებით, სტიქიური უბედურების შედეგად ძლიერ დაზარალდება ამერიკის კონტინენტი. გარდა ამისა, აშშ-სა და საფრანგეთში ეს წელი გამორჩეული იქნება დემონსტრაციებით და საპროტესტო აქციებით.
რაც შეეხება მსოფლიოში პოლიტიკურ სიტუაციას, ჯოი აიადის სიტყვებით, ცალკეულ ქვეყნებში მოსალოდნელია ძირეული ცვლილებები,ხოლო გლობალური სამხედრო კონფლიქტი უკვე აღარ იქნება.
"მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მაშინვე განაცხადა, რომ სირიაზე სამხედრო დარტყმა არ იქნება, იქნება მხოლოდ ინფორმაციული ომი. მიუხედავად ყველა წინაპირობისა მე ვიმეორებდი, რომ მასშტაბური ომი სირიაში არ იქნება, ყველაფერი ეს პროპაგანდაა" - აცხადებს ჯოი აიადი.
ნათელმხილველის აზრით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კეთილი ნებით დატოვებს პოლიტიკურ არენას და არჩევნების გზით ხელისუფლებას გადასცემს ახალ პრეზიდენტს.
"სირიში შედარებითი სიმშვიდე დადგება. გარდატეხა დადგება მაშინ, როდესაც სირიის თავისუფალი არმია უკან დაბრუნდება - ასადის არმიაში, რაც ფაქტობრივად თანდათანობით უკვე ხდება, რადგან თავად სირიის თვისუფალ არმიაში კონფლიქტი მიმდინარეობს"- აცხადებს ასტროლოგი
გარდა ამისა, ახალ პრეზიდენტს იხილავს ეგვიპტე, თუმცა ეს იქნება არა გენერალი აბდელ ფატაჰ ას-სისი, როგორც ეს ბევრ ჩვენთაგანს უნდა. " მისი სახელი იწყება ასე აჰმედ ხოლო დანარჩენი ჯერ ჯერობით დამალულია", დასძინა მან
ჯოი აიადის პროგნოზის მიხედვით, ისლამისტები თანდათან დატოვებენ ავანსცენას." ტუნისში შეიცვლება ხელისუფლება.რადგან იქ ისევე, როგორც ლიბიაში ხელისუფლებას ჩამოაცილებენ ისლამისტებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში თანდათან ქრებიან", ამბობს წინასწარმეტყველი.
წინასწარმეტყველის სიტყვებით მთლიანობაში, მსოფლიოში სიკეთისა და სამართლიანობის ერა დგება. უძველეს წიგნებში, სადაც დაშიფრული სახით აღწერილია ამჟამად მიმდინარე მოვლენები ამბობენ, რომ ბოროტებას, კორუფციას და უსამართლობას მალე მოეღება ბოლო. საზოგადო კეთილდღეობის ერის დადგომა დაკავშირებულია იმამ მაჰდისთან, ვის მოსვლას უკავშირდება მომავალი მესიის გამოჩენა."- აჯამებს წინასწარმეტყველებას ჯოი აიადი
შეგახსენებთ, რომ ამ ქალის სახელი ეგვიპტეში საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან პირველმა იწინასწარმეტყველა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა და ისლამისტ-პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მოკლე ვადიანი მმართველობა, ასევე კაიროში თოვლის მოსვლა.