თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განმარტა ახალი წლის შემდეგ სასამართლო პროცესების ახალი სეზონი განახლდა.
"განახლდა ახალი წლის ახალი სეზონი. ჯოზეფ კეი, ჯერჯერობით, კიდევ არ ჩანს, სხვა მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. რუტინული პროცესი იქნება ალბათ. როდის დამთავრდება ეს სასამართლო არ ვიცი. პროკურატურას შეუძლია მალე დაამთავროს, შეუძლია, უსაშველოდ გაწელოს. ჯერჯერობით, ყველა საქმეზე გაწელვის გზაა არჩეული, დამთავრებას არაფერი უნდა, მთავარი მოწმეები სამი თუ ოთხი ადამიანი მოიყვანონ, დაკითხონ და შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, რასაც მოისმენს", - განაცხადა უგულავამ.
უგულავას ბრალი სამ ეპიზოდში აქვს წარდგენილი: რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისება და "თბილსერვის ჯგუფში" "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დასაქმება.