ევრომაიდანის მონაწილეებმა უკრაინის გენერალური პროკურატურის პიკეტირება დაიწყეს. მათი მოთხოვნა მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის შეწყვეტაა. სახალხო დეპუტატის იგრორ შვაიკაის ინფორმაცით, ხმოვანი აპარატურის მიტანასთან დაკავშირებით, მოპიკეტეებს პრობლემები შეექმნათ.
„გენპროკურატუტის პიკეტირება მიმდინარეობს, თუმცა ერთ ერთ გადასასვლელზე „შემთხვევით" შლაგბაუმის გასაღები დაიკარგა, შესაძლოა გახმოვანება ვერც შემოვიდეს", _ ამბობს დეპუტატი.