"ქრისტიან-დემოკრატები" ახალციხეში მოსახლეობის კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობენ და პარალმენტისგან რეაგირებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
"ქრისტიან-დემოკრატების" პროტესტს კი ის ფაქტი იწვევს, რომ ახალციხის მოსახლეობა გაზის მილების გაყვანით დარჩა მოტყუებული. როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ახალციხეში გაზის მილებმა სოფლებზე გაიარა, რის გამოც მოსახლეობას მრავალწლიანი ნარგავები გაუნადგურდა, თუმცა ეს ადამიანები კონპენსაციას ვერ იღებენ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა მათთვის კონპენსაციის მიცემას ითვალისწინებს.
ლევან ვეფხვაძე პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს და ითხოვს, რომ პარალმენტში გაზის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლები იქნან მოწვეულნი და საკითხი მათთან ერთდა გაირკვეს.