აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა თავის მემუარებში დაწერა, ავღანეთის სამხედრო კამპანიამ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამაში იმედგაცრუება გამოიწვია. მემუარებიდან ნაწყვეტებს გაზეთი The New York Times აქვეყნებს.
პენტაგონის ექს-ხელმძღვანელის ინფორმაციით, ობამა არ ენდობოდა თავის სარდლობას, არ იყო დარწმუნებული პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაიში, მას არ სჯეროდა საკუთარი სტრატეგიის და არ განიხილავდა ავღანეთის კამპანია საკუთარ ომად. გეიტსმა აღნიშნა, რომ ასეთ დასკვნამდე ის 2011 წლის მარტში გამართული თათბირის დროს მივიდა.
იმ შეხვედრის დროს, რომელიც ავრანეთიდან ჯარის გამოყვანას ეხებოდა, ობამამ უკიდურესად ემოციურად გამოხატა იმედგაცრუება თავისი სტრატეგიის მიმართ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ობამას არც თუ ისე იშვიათად უწევდა იმ გადაწვეტილებების მიღება, რომლებიც მის პირად პოლიტიკურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა.
გეიტსი თავის მემუარებში ასევე აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომელმაც ავღანეთში ომი დაიწყო. ის წერს, რომ ბუშმა ვერ შეძლო ესარგებლა ამ ომში მომხდარი პირველი გამარჯვებებით და შედეგად მთელი კამპანია ჩაშალა.
ობამას ადმინისტრაციაში ამ მემუარებზე კომენტარი უკვე გააკეთეს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კეიტლინ ჰეიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არ ეთანხმება ყოფილი მინისტრის შეფასებებს, რომლებიც მას წიგნში აქვს მოყვანილი.
გეიტსის მემუარები სახელწოდებით „ვალი: თავდაცვის მინისტრის მემუარები ომში" 600 გვერდიანია. მათი გაყიდვა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ეს იქნება პირველი წიგნი ობამას პოლიტიკის შესახებ, რომელიც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაწერა. რობერტ გეიტსი პენტაგონს 2006-2011 წლებში ხელმძღვანელობდა.
აშშ-მ სამხედრო ოპერაცია ავღანეთში 2001 წელს დაიწყო და ეს 11 სექტემბრის ტერაქტების პასუხად მოხდა. კამოპანიი მთავარი მიზანი ქვეყნის თალიბებისაგან გათავისუფლება იყო. ობამამ კი ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, პირობა დადო, რომ 2014 წლის ბოლოსათის ავღანეთიდან პრაქტიკულად ყველა ამერიკელ სამხედროს გამოიყვანდა.
მასალის გამოყენების პირობები