თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურიდან 350 ანკარელი პოლიციელის გათავისუფლების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი შედეგი თურქეთში განვითარებული ანტიკორუფციული სკანდალისა, რომელსაც რამდენიმე მინისტრის თანამდებობაც შეეწირა.
ამას ასევე შეეწირა ფინანსური დანაშაულებების, კონტაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის სამმართველოების ხელმძღვანელების თანამდებობები.
მასობრივი დათხოვნები ანკარაში წუხელ განხორციელდა, თუმცა ამავე დროს ვრცელდება ინფორკაცია იმის შესახებ, რომ უკვე დათხოვნილი პოლიციელების ადგილას 250 ახალი კანდიდატი უკვე მიღებულია. ისინი ძირითადად სხვა ქალაქებიდან არიან.
სულ გასული წლიდან ამ ანტიკორუფციული სკანდალის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულია ასეულობით პოლიციელი.
მასალის გამოყენების პირობები